კაზინოების პროპაგანდა Youtube საშუალებით - საგანგაშო მონაცემები

დღეს ყველამ კარგად იცის, რა სერიოზულად დგას ქვეყანაში კაზინოების პრობლემა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ყოველდღიურად 400 000 ადამიანი იყენებს სხვადასხვა ონლაინ-კაზინოს პლატფორმას.


 

2011 წლიდან 2015 წლამდე ბიუჯეტში შემოსავალი მილიარდი ლარით გაიზარდა. რაც გულისხმობს იმას, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ხდება ამ დაავადების მსხვერპლი, რასაც ლუდომანია ქვია. საბოლოო ჯამში ფსიქოლოგის დახმარების გარეშე რთულია ხოლმე განკურნება.

ამორალური საშუალებებით ფულის შოვნა ბევრი ადამიანისთვის მისაღებია, სწორედ ასეთი ადამიანების ჯგუფს მიკუთვნებიან ქართველი ეგრედწოდებული სტრიმერები, რომლებიც იუთუბის გვერდის საშუალებით ყოველდღიურად ლაივ-ჩართვებით ახდენენ „გემბლინგის“ პროპაგანდას და სხვადასხვა კაზინოების რეკლამირებას. ისინი რა თქმა უნდა ამ კაზინოებისგან ფინანსდებიან, საბოლოო ჯამში დაზარალებული გამოდის ის აუდიტორია, რომელიც მათი ვიდეოების ხშირი მაყურებელია. ყოველდღიურად მაყურებელთა რიცხვი 30 000 აჭარბებს. ქართველი „სტრიმერების“  იუთუბის გვერდებს არ გააჩნიათ სპეციალური ავტორიზაციის ფუნქცია, არ ითხოვენ ასაკის მითითებას, ანუ არასრულწლოვნებსაც მარტივად მიუწვდებათ ხელი. 

ევროპის მრავალ ქვეყანაში აზარტული თამაშების პროპაგანდა აკრძალულია. მაგალითად გერმანიაში შესაძლებელია მხოლოდ სპორტულ თამაშებზე ფსონების განთავსება, ონლაინ-კაზინო კი აკრძალულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტრიმერები იწვევენ ცნობილ ადამიანებსაც, ისეთებს რომლებიც ხალხის სიმპატიით სარგებლობს. ამ ადამიანების მოწვევა მათი აუდიტორიის ზრდასთან პირდაპირპროპორციულია.


ანტინარკოტიკული ცენტრი ამ კუთხით აქტიურ მუშაობას იწყებს, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი აქტიურობა არ იქნება საკმარისი, შემდეგ კანონმდებლობაში სპეციალური საკითხების ინიცირებას და მკაცრ სამართლებრივ პროცესებს დავიწყებთ.


ამ საგანგაშო პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს როლი უდიდესია, თუმცა უბრალო მოქალაქეებსაც გაგვაჩნია ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ჩვენ შეგვიძლია გავასაჩივროთ მათი გვერდები იუთუბზე.

ქართველი სტრიმერების იუთუბ გვერდების მისამართები.

Anano's სტრიმი
The Slot News
Lucyper
Slot Master Videos
Slot Master
NetEnder is BACK
777 SVIPES
Jackpot Hunter

გადადით ზემოთ მოცემულ იუთუბის გვერდებზე და მიყევით ინსტრუქციას

ქვემოთ მოცემულია მარტივი 9 პუნქტიანი გასაჩივრების პროცედურა.





მონიშნეთ სხვადასხვა ვიდეო

ყურადღება: 6 პუნქტი არ მონიშნოთ. მონიშვნის შემთხვევაში თქვენი კომპიუტერიდან დაიბლოკება სტრიმერი და სამომავლოდ ვერ შეძლებთ მისი ვიდეოების გასაჩივრებას.
ყურადღება: 7 პუნქტში აუცილებელია ტექსტის აკრეფა ინგლისურად. უმჯობესია ტექსტი თქვენვე შეავსოთ, რათა იუთუბმა ყველა გასაჩივრებული წინადადება ინდივიდუალურად აღიქვას. იმ შემთხვევაში თუ ვერ ფლობთ ინგლისურს, შეგიძლიათ შაბლონად რამდენიმე ქვემოთ მოცემული ვარიანტებიდან ერთ-ერთი გამოიყენოთ, გადაკოპირების საშუალებით:

შაბლონი: Promotion of sites that contain or link to content relating to online gambling and this is visible for the children under 18.
შაბლონი: This channel is available for the youth until 18, this channel contains gambling propaganda. Gambling under 21 is restricted in Georgia.







ნტინარკოტიკული ცენტრი მზად არის ითანამშრომლოს ყველა იმ ადამიანთან, ვინც ამ კუთხით მხარდაჭერას გაგვიწევს. ჩვენი საკონტაქტო მეილია: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

Twitter
მსგავსი სიახლეები
უცხოური მაგალითებიდან გამომდინარე, სკოლის მოსწავლეებში
ნარკოტიკების მოხმარება საკმაოდ ხშირია.
17.11.2019

უცხოური მაგალითებიდან გამომდინარე, სკოლის მოსწავლეებში ნარკოტიკების მოხმარება საკმაოდ ხშირია.

როგორ უნდა მიხვდეთ რომ თქვენი შვილი ნარკოტიკების მომხმარებელია
17.11.2019
როგორ უნდა მიხვდეთ რომ თქვენი შვილი ნარკოტიკების მომხმარებელია