ნარკოდამოკიდებულება სკოლის მოსწავლეებში

უცხოური მაგალითებიდან გამომდინარე, სკოლის მოსწავლეებში ნარკოტიკების მოხმარება საკმაოდ ხშირია.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ან  რაიმე სხვა სახელმწიფო სტრუქტურის უახლესი კვლევა ნარკომომხმარებლების შესახებ. ერთადერთი კვლევა, რომელმაც შეიძლება არსებულ რეალობაზე ზოგადი შთაბეჭდილება შეგვიქმნას არის ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევა, რომელიც 2015 წელს ჩატარდა და არასრულწლოვნებში ნარკოტიკების მოხმარების სავალალო შედეგებზე მეტყველებს.

 

კვლევის თანახმად მოსწავლეთა 21%-სათვის კანაფის/„პლანის“ შოვნა საკმაოდ ადვილი ან ძალიან ადვილია. ბიჭებისათვის კანაფის შოვნა უფრო ადვილია (23%), ვიდრე გოგონებისათვის (18%). მოსწავლეების 11%-მა აღნიშნა, რომ ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც მოუხმარია მარიხუანა ან ჰაშიში (კანაფი); მათგან მარიხუანა 40-ჯერ და მეტჯერ მიიღო 2%-მა. ბიჭებში მოხმარების დონე უფრო მაღალია (19%), ვიდრე გოგონებში (3%).

რა ასაკში მოიხმარენ პირველად ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოსწავლეები?

ქართველი მოსწავლეების 2%-მა (ბიჭების 4% და გოგონების 1%) მარიხუანა ან ჰაშიში (კანაფი) პირველად 13 წლის ან უმცროს ასაკში მოიხმარა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობის მაღალი დონე სკოლის მოსწავლეებში, კერძოდ მოსწავლეებმა ტრანკვილიზატორები/სედატიური საშუალებები (12%), ექსტაზი (9%) და „ბიო“ სპაისი (7%) ყველაზე უფრო ხელმისაწვდომ ნივთიერებებად აღიარეს.

ინჰალანტებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების (NPS) სიცოცხლის განმავლობაში მოხმარება ქართველ მოსწავლეებში საკმაოდ მაღალია. მოსწავლეთა 12%-ს (ბიჭების 10% და გოგონების 14%) სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოუყენებია ინჰალანტები.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობა არასრულწლოვანთათვის საკმაოდ მაღალია. როგორც ვხედავთ ჯერ კიდევ 2015 წლის მონაცემებით მოსწავლეები საკმაოდ პატარა ასაკიდან იღებენ ნარკოტიკულ საშუალებებს, მათ შორის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლეგალურ და არალეგალურ ნივთიერებათა მიღების აღქმული რისკს მოსწავლეთა ნახევარზე მეტი იაზრებს, კერძოდ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნა მარიხუანის (60%), ამფეტამინის (58%), ექსტაზის (57%) და სიგარეტის (51%) რეგულარულად გამოყენებასთან დაკავშირებით.

Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს ყველამ კარგად იცის, რა სერიოზულად დგას ქვეყანაში კაზინოების
პრობლემა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ყოველდღიურად 400 000
ადამიანი იყენებს სხვადასხვა ონლაინ-კაზინოს პლატფორმას.
17.11.2019

დღეს ყველამ კარგად იცის, რა სერიოზულად დგას ქვეყანაში კაზინოების პრობლემა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ყოველდღიურად 400 000 ადამიანი იყენებს სხვადასხვა ონლაინ-კაზინოს პლატფორმას.

როგორ უნდა მიხვდეთ რომ თქვენი შვილი ნარკოტიკების მომხმარებელია
17.11.2019
როგორ უნდა მიხვდეთ რომ თქვენი შვილი ნარკოტიკების მომხმარებელია