სიმართლე ნარკოტიკების შესახებ
გასული საუკუნის შუა რიცხვებიდან ნარკოტიკები ჩვენი კულტურის ნაწილია. ის პოპულარული 1960 წლებში გახდა მუსიკისა და მასმედიის საშუალებით და თავს დაესხა საზოგადოების ყველა სოციალურ ჯგუფს.

 

მსოფლიოში დაახლოებით 208 მილიონი ადამიანი სისტემატიურად მოიხმარს არალეგალურ ნარკოტიკებს. აშშ-ში 2007 წელის ეროვნული ნარკოტიკების მოხმარებისა და ჯანმრთელობის შესახებ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 19.9 მილიონი ამერიკელი (ანუ მოსახლეობის 8 %, 12 წლიდან ზემოთ) იყენებდა არალეგალურ ნარკოტიკებს ყოველთვიურად.

 

თქვენ ალბათ იცნობთ ადამიანებს, ვინც უკვე განადგურდა ნარკოტიკების გამო.

 

ყველაზე ხშირად გამოყენებული ნარკოტიკი აშშ-ში არის ალკოჰოლი. ალკოჰოლთან დაკავშირებული საავტომობილო უბედური შემთხვევები აშშ-ს თინეიჯერების სიკვდილის მეორე მიზეზია.

 

ყველაზე ხშირად გამოყენებული უკანონო ნარკოტიკული საშუალება მარიხუანაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2008 წლის დასკვნის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 3.9% იყენებს მარიხუანას, საუბარია 15 წლიდან 64 წლამდე ადამიანებზე.

 

2007 წელს, დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, უფროსკლასელების 45% ალკოჰოლს სისტემატიურად მოიხმარს, ხოლო 19.7% მარიხუანას.

 

ევროპაში მარიხუანის მომხმარებლების რიცხვი უფრო მაღალია, ჩეხეთში ახალგაზრდების - 44%, ირლანდიაში - 39 %, ინგლისში - 38 %, საფრანგეთშიც 38%. ესპანეთსა და ინგლისში 15-16 წლის მოზარდების 4-6% მოიხმარს კოკაინს. კოკაინის მოხმარება ასევე გაიზარდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად: დანიაში, იტალიაში, ნორვეგიასა და საფრანგეთშიც.

Twitter
მსგავსი სიახლეები
17.11.2019

გინდა შეიტანო წვლილი თეთრი სიკვდილის წინააღმდეგ ბრძოლაში?

მაშინ დაეხმარე ჩვენს გუნდს საქმიანობაში, რომელიც ჯანსაღი თაობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს!

თქვენთვის სასურველი თანხის ოდენობა შეგიძლიათ შემოწიროთ ორგანიზაციას.




მადლობას გიხდით მხარდაჭერისათვის!

ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:

მიმღების ბანკი: სს "საქართველოს ბანკი"

ბანკის კოდი: BAGAGE22

მიმღების ანგარიში: GE21BG0000000131186239

მიმღების სახელი: ანტინარკოტიკული ცენტრი