სიმართლე მარიხუანის შესახებ
ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ რადგან ეს არის ლეგალური ბევრ ადგილას, ეს არის უსაფრთხო. მაგრამ თქვენი სხეული ვერ ანსხვავებს ერთმანეთისგან ლეგალურ და არალეგალურ ნარკოტიკულ საშუალებას, საერთო ჯამში ეს ყველაფერი მაინც ნარკოტიკია.

ნებისმიერი ტიპის მარიხუანა, მათ შორის სამედიცინო მარიხუანა შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ჰქია THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი), სწორედ ეს წარმოადგენს ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომელიც ცვლის ადამიანის ფსიქიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს. მცენარეებს, ისევე როგორც ცხოველებს გააჩნიათ თავდაცვითი მექანიზმები ველურ სამყაროში. მცენარეებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა შეფერილობა, გემო ან შეიცავდნენ მომწამვლელ ტოქსინებს, რომლის ჭამის შემდეგადაც ცხოველს ეცვლება ფსიქიკური შესაძლებლობა. THC წარმოადგენს სწორედ მსგავსი ტიპის თავდაცვით მექანიზმს მარიხუანის მცენარისთვის, რომელიც რეალურად არის საწამლავი. ინტოქსიკაციის შედეგად შხამი ხვდება ორგანიზმში და გვერდითი მოვლენების შემდეგ ცხოველი უკვე ეგუება იმ ფაქტს, რომ აღნიშნული მცენარე არის მომწამლავი და მაქსიმალურად თავს არიდებს მას.

მარიხუანაც ისეთივე ნარკოტიკია, როგორც ალკოჰოლი, კოკაინი ან ექსტაზი. ან სხვა მსგავსი ნარკოტიკული საშუალებების მსგავსად გააჩნია გვერდითი მოვლენები, რომელიც აზიანებს ადამიანს.

მარიხუანის მოხმარება ხდება ბევრი საშუალებით, ყველაზე ხშირია სიგარეტის სახით მოხმარება. მოწევის შემდგომ ადამიანი ეფექტს რამდენიმე წუთში გრძნობს, ეზრდება გულისცემა, მცირდება კოორდინაციისა და ბალანსის შეგრძნება. პირველი 30 წუთის განმავლობაში არარეალურ სამყაროში გრძნობს თავს, რაც მისთვის იდეალურ სამყაროდ გამოიყურება. ეფექტი ძირითადად 2-3 საათის განმავლობაში გრძელდება, გააჩნია რა დოზას მიიღებს მომხმარებელი.

გარდა ზემოთხსენებულისა, მარიხუანის მოხმარება მნიშნელოვნად აზიანებს ფილტვებს. იზდება ყელის კიბოს წარმოშობის რისკები. იწვევს მეხსიერების პრობლემებს, ადამიანს უჭირს კონცენტრირება ერთ საკითხზე, აზიანებს ნერვულ სისტემას, ადამიანს უკარგავს მოტივაციას და ართულებს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობებს. მარიხუანა ამცირებს სისხლში ტესტოსტერონის დონეს, რომელიც მამაკაცის მთავარი ჰორმონია. მისი დაჟინებული და ძალიან ხანგრძლივი მოხმარება, ჰორმონალურ ფონს ცვლის იმდენად, რომ შეიძლება მოზარდებში სქესობრივი ფუნქციების დარღვევაც კი გამოიწვიოს. ძალიან მძიმე შემთხვევებში, შეინიშნება სპერმატოზოიდების როდენობის შემცირება და შეზღუდვა. ასევე სპერმაში ანორმალური უჯრედების მომატება. მარიხუანამ შესაძლებელია ტოქსიკური ზემოქმედება მოახდინოს ფეხმძიმობის დროს ნაყოფის განვითარებაზე და ფეხმძიმობის მიმდინარეობაზე. ამ ფაქტორმა, შესაძლოა ეგრეთ წოდებული ”მარიხუანის ფეტალური შედეგი” გამოიწვიოს, რაც გამოიხატება ახალდაბადებულ ჩვილთა წონაში კლებასა და მისი განვითარების გადახრებში. ამის მიზეზია ის, რომ მარიხუანა ძუძუთი კვების დროს დედის რძიდან გადადის ახალშობილის ორგანიზმში.
Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს ყველამ კარგად იცის, რა სერიოზულად დგას ქვეყანაში კაზინოების
პრობლემა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ყოველდღიურად 400 000
ადამიანი იყენებს სხვადასხვა ონლაინ-კაზინოს პლატფორმას.
17.11.2019

დღეს ყველამ კარგად იცის, რა სერიოზულად დგას ქვეყანაში კაზინოების პრობლემა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ყოველდღიურად 400 000 ადამიანი იყენებს სხვადასხვა ონლაინ-კაზინოს პლატფორმას.

უცხოური მაგალითებიდან გამომდინარე, სკოლის მოსწავლეებში
ნარკოტიკების მოხმარება საკმაოდ ხშირია.
17.11.2019

უცხოური მაგალითებიდან გამომდინარე, სკოლის მოსწავლეებში ნარკოტიკების მოხმარება საკმაოდ ხშირია.