რას იწვევს კანაფის მოხმარება
მარიხუანის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოხმარება უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული

მარიხუანის მოკლე-ვადიანი მოხმარება იწვევს:

მეხსიერების პრობლემებს
შფოთვას, მათ შორის შიშს რომ ვიღაცა გიყურებს ან მოგყვება (პარანოია)
მარიხუანა იწვევს დროის და სივრცის შეგრძნების დაკარგვას
რთული ხდება წარმოდგენის გარჩევა რეალობისგან
პანიკას
ჰალუცინაციებს
პირადი იდენტურობის შეგრძნების დაკარგვას
ამცირებს რეაქციის უნარს. ამცირებს ავტომობილის მართვის და ყველა იმ საქმიანობის უნარს. რომელიც საჭიროებს ყურადღებას
ზრდის გულისცემას (ზრდის გულის შეტევის რისკებს)
ზრდის ინსულტის რისკებს
ქმნის კოორდინაციის პრობლემებს
იწვევს სექსუალურ პრობლემებს (მამაკაცებში)
ასუსტებს იმუნიტეტს, რა დროსაც 7-ჯერ იზრდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური საშუალებებით დაავადების რისკები

მარიხუანის სისტემატიური მოხმარება ზემოთხსენებულთან ერთად, დამატებით იწვევს:

ადამიანის პერსონალური IQ (ტვინის შესაძლებლობების) კლება
რაიმეს შესწავლის უნარის დაქვეითება
მინიმუმით და წარუმატებლობით კმაყოფილების განცდა
იწვევს დამოკიდებულებას (მოზრდილების 9% ხდება დამოკიდებული, ხოლო 17% იმ ადამიანების ვინც ადრეული ასაკიდან დაიწყო მოხმარება)
ქმნის პოტენციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაგ: უშვილობა
ადამიანს ექმნება ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემები, უჭირს კომუნიკაცია, ხდება ანტისოციალური ოთხ-კედელში ჩაკეტილი არსება, რომლისთვისაც ტყუილის თქმა ხდება ჩვეულებრივი ნორმა
ხშირი მოხმარება ყოველთვის დაკავშირებულია ფინანსური სირთულეების გამოწვევასთან
ზრდის შანსებს, რომ იყოს უმუშევარი და არც ჰქონდეს კარიერული წინსვლის სურვილი

მარიხუანის ხშირი მოხმარება ზრდის რისკებს, რომ ადამიანს გაუჩნდეს მოთხოვნა უფრო ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებებზე.
Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს ყველამ კარგად იცის, რა სერიოზულად დგას ქვეყანაში კაზინოების
პრობლემა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ყოველდღიურად 400 000
ადამიანი იყენებს სხვადასხვა ონლაინ-კაზინოს პლატფორმას.
17.11.2019

დღეს ყველამ კარგად იცის, რა სერიოზულად დგას ქვეყანაში კაზინოების პრობლემა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ყოველდღიურად 400 000 ადამიანი იყენებს სხვადასხვა ონლაინ-კაზინოს პლატფორმას.

უცხოური მაგალითებიდან გამომდინარე, სკოლის მოსწავლეებში
ნარკოტიკების მოხმარება საკმაოდ ხშირია.
17.11.2019

უცხოური მაგალითებიდან გამომდინარე, სკოლის მოსწავლეებში ნარკოტიკების მოხმარება საკმაოდ ხშირია.