არ მოიხმაროთ ექსტაზი!
ექსტაზი წარმოადგენს უკანონო ნარკოტიკს, რომელმაც შეიძლება უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს ნარკოტიკების აღსრულების ადმინისტრაცია ექსტაზს ახასიათებს როგორც საშიშ ნივთიერებას, რომელიც სამედიცინო გამოყენებითაც არ გამოიყენება. იგი მიეკუთვნება ჰეროინისა და LSD ჯგუფს. სამწუხაროდ ექსტაზი ერთ-ერთი პოპულარული ნარკოტიკული საშუალებაა ახალგაზრდებს შორის დღესდღეობით. ამ საკითხზე მომუშავე გაეროს ოფისის შეფასებით, ექსტაზის მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 9 მილიონია მსოფლიოში. მომხმარებელთა დიდი უმრავლესობა მოზარდები და ახალგაზრდები არიან. ექსტაზის მოხმარება ალკოჰოლთან ერთად არის უკიდურესად საშიში, შესაძლებელია იყოს სასიკვდილოც. მას შემდეგ რაც ექსტაზი კლუბურ ნარკოტიკად გარდაიქმნა, სასწრაფო დახმარებების გამოძახებების რიცხვი 1200%-ით გაიზარდა კლუბებსა და საცეკვაო მოედნებზე. 

ექსტაზის ეფექტები, რომელიც 3-4 საათის განმავლობაში გრძელდება:
ყველაფერი სრულყოფილია (შენს გარშემო და სამყაროშიც)
ეიფორია (ექსტრემალური ბედნიერება)
თანაგრძნობისა და გულწრფელობის განცდა

ექსტაზის გვერდითი ეფექტები გამოყენებისას:

პირის სიმშრალე
კონცენტრაციის სირთულე
შფოთვა
შეციების შეგრძნება
ფეხების სიმძიმე
ყბის დაჭიმულობა და ყბის კუნთების სპაზმი
უმადობა
წყურვილის შეგრძნება
დაუღალავი ფეხები
გადიდებული თვალის გუგები
თვალის სწრაფი მოძრაობები
კუნთების ტკივილი და დაძაბულობა

ბევრი ტაბლეტი, რომელსაც ასაღებენ ექსტაზის შემცველ ნარკოტიკებად არის ყალბი და შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს. ამ ნარკოტიკული საშუალების მიღებისას ზედმეტი წყლის დალევა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს, ისევე როგორც წყლის არმიღების დროს განვითარდეს - დეჰიდრაცია.

2005 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, ექსტაზების 61 % შეიცავს სხვა პრეპარატებს, ძირითადად კი "აბაზანის მარილებს". ამ სხვა ნივთიერებებს, რომლებიც შერეულია ექსტაზში, შეიძლება ჰქონდეს უარესი გვერდითი მოვლენები, ვიდრე "სუფთა" ექსტაზს. უკანონო ნარკოტიკებს არ აქვს რეგულირება, ხოლო ექსტაზი ისეთივე უკანონო ნარკოტიკია, როგორც ექსტაზად გასაღებული "აბაზანის მარილები", მათი გარჩევა ფაქტობრივად შეუძლებელია, ხოლო მომხმარებელი ორივე შემთხევაში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკუთარ სიცოცხლეს.

Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს ყველამ კარგად იცის, რა სერიოზულად დგას ქვეყანაში კაზინოების
პრობლემა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ყოველდღიურად 400 000
ადამიანი იყენებს სხვადასხვა ონლაინ-კაზინოს პლატფორმას.
17.11.2019

დღეს ყველამ კარგად იცის, რა სერიოზულად დგას ქვეყანაში კაზინოების პრობლემა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ყოველდღიურად 400 000 ადამიანი იყენებს სხვადასხვა ონლაინ-კაზინოს პლატფორმას.

უცხოური მაგალითებიდან გამომდინარე, სკოლის მოსწავლეებში
ნარკოტიკების მოხმარება საკმაოდ ხშირია.
17.11.2019

უცხოური მაგალითებიდან გამომდინარე, სკოლის მოსწავლეებში ნარკოტიკების მოხმარება საკმაოდ ხშირია.