კოკაინი - დამღუპველი თეთრი ფხვნილი
კოკაინი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნარკოტიკია მსოფლიოში.

კოკაინი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც გვხვდება ფხვნილის ფორმაში ან კრისტალის ფორმაში. ფხვნილს ხშირად ურევენ სიმინდის სახამებელში ან შაქარში ან სხვა ნივთიერებებში, მაგალითად როგორიცაა პროკაინი (ადგილობრივი საანესთეზიო) ან ამფეტამინში.

კოკაინის ფოთლებიდან მოპოვებული კოკაინი თავდაპირველად შეიქმნა ტკივილგამაყუჩებლად. მისი მოხმარება ძირითადად ხდება გაყნოსვით ან რღძილებში წასმით. ამ ნარკოტიკის მოხმარებისას ძალიან დიდია ზედოზირების საფრთხე.

"თქვენ გჯერათ, რომ კოკაინი გაზრდის თქვენ შესაძლებლობებს და ეს მოგცემთ საშუალებას, რომ უკეთესად იგრძნოთ თავი, გეგონებათ შეგიძლიათ ყველაფერი აკონტროლოთ, თუმცა ეს სისულელეა. ცოტა ხნის შემდეგ თქვენ აღარ იხდით გადასახადებს, აღარ იბანთ თავს, იკიდებთ ოჯახს და მეგობრებს. ხდებით დაუცველი და რჩებით მარტო"

კოკაინი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნარკოტიკია მსოფლიოში. რაც ადამიანი იწყებს მის მიღებას, ფიზიკურადაც და გონებრივადაც მასზე დამოკიდებული ხდება. ამ ნარკოტიკის მომხმარებელს დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი დოზის მიღების სურვილი უჩნდება, რათა პირველადი ეფექტი იგრძნოს.

დღესდღეობით კოკაინის მომხმარებლები ყველა ასაკში, პროფესიაში და ეკონომიკურ დონეზეა, სამწუხაროდ მოსწავლეებიც განეკუთვნებიან ამ რიცხვს.

კოკაინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, თავის ტვინის სისხლდენა ან გულის შეტევა. კოკაინზე დამოკიდებული მშობლების შვილები სხვადასხვა ფიზიკური და გონებრივი დეფექტებით იბადებიან.

მიუხედავად ამ საფრთხეებისა, კოკაინის გამომყენებლების რიცხვი კვლავაც იზრდება, რადგანაც ძნელია გაქცევა როდესაც თეთრი სიკვდილისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმული გაქვს.

მოკლევადიანი ეფექტი:

მადის დაკარგვა

გაზრდილი გულისცემა, არტერიული წნევა, სხეულის ტემპერატურის გაზრდა

სუნთქვის გაზრდილი მაჩვენებელი

გაფართოებული გუგები

დარღვეული ძილი

გულისრევა

ჰიპერეტრიუმირება

უცნაური, არაეთიკური, ზოგჯერ ძალადობრივი ქცევა

ჰალუცინაციები

ინტენსიური ეიფორია

შფოთვა და პარანოია

დეპრესია

პანიკა და ფსიქოზი

კრუნჩხვები და მოულოდნელი სიკვდილი მაღალი დოზის მიღების შემდეგ

კოკაინი იწვევს გულის, თირკმლის, ტვინის და ფილტვის დაზიანებას.

გრძელვადიანი ეფექტები:

გულისა და ტვინის სისხლძარღვების მუდმივი დაზიანება

მაღალი არტერიული წნევა, რის შედეგადაც იზრდება რისკები: გულის შეტევების, პარალიზების და სიკვდილის

ღვიძლის, თირკმელების და ფილტვის დაზიანება

ცხვირის ქსოვილების განადგურება

რესპირატორული უკმარისობა

ინფექციური დაავადებები და აბსცესები

წონის კლება

ჰალუცინაციები

სექსუალური პრობლემები და უნაყოფობა (როგორც მამაკაცები ასევე ქალები)

დეზორიენტაცია, აპათია, დაბნეულობა

გაღიზიანება და ნერვული აშლილობები

გაზრდილი სიხშირე სარისკო ქცევების

ფსიქოზი

მძიმე დეპრესია

კოკაინი იწვევს დამოკიდებულებას (ერთი გამოყენებაც საკმარისია ამისთვის)

Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს ყველამ კარგად იცის, რა სერიოზულად დგას ქვეყანაში კაზინოების
პრობლემა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ყოველდღიურად 400 000
ადამიანი იყენებს სხვადასხვა ონლაინ-კაზინოს პლატფორმას.
17.11.2019

დღეს ყველამ კარგად იცის, რა სერიოზულად დგას ქვეყანაში კაზინოების პრობლემა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ყოველდღიურად 400 000 ადამიანი იყენებს სხვადასხვა ონლაინ-კაზინოს პლატფორმას.

უცხოური მაგალითებიდან გამომდინარე, სკოლის მოსწავლეებში
ნარკოტიკების მოხმარება საკმაოდ ხშირია.
17.11.2019

უცხოური მაგალითებიდან გამომდინარე, სკოლის მოსწავლეებში ნარკოტიკების მოხმარება საკმაოდ ხშირია.