ანტინარკოტიკული ცენტრი
ანტინარკოტიკული ცენტრი წარმოადგენს არასამეწარმეო, აპარტიულ, დამოუკიდებელ იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

საზოგადოებას აქვს უფლება რომ ჰქონდეს ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია ნარკოტიკების მიერ გამოწვეული რისკებისა და ზიანის შესახებ. განსაკუთრებით, ნარკოტიკების მომხმარებლები უნდა აცნობიერებდნენ იმ შესაძლო შედეგებს, რაც შეიძლება, რომ ნარკოტიკების მოხმარებამ მათთვის ან მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის გამოიწვიოს. ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს ინფორმაციული და ამასთანავე პრევენციული ხასიათი. ორგანიზაციის მიზანია, რომ ყველანაირი საინფორმაციო საშუალებებისა და პროპაგანდის გამოყენებით შეიტანოს წვლილი ჯანმრთელი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ყველა ადამიანი თავად ირჩევს საკუთარ გზას, ჩვენ არავის ვუზღუდავთ თავისუფლებას, ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით ადამიანებს სწორი დასკვნების გამოტანაში და შესაძლო სავალალო შედეგების გააზრებაში.



ორგანიზაციის მიზნებია:
  • მიაწოდოს მოქალაქეებს ფაქტებზე დამყარებული ინფორმაცია სხვადასხვა ნარკოტიკის მოხმარების შედეგებთან და გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით.
  • მიიღოს აქტიური მონაწილეობა მოქალაქეებზე მორგებულ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნასა და დახვეწაში.
  • იზრუნოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე, დაგეგმოს სპორტული აქტივობები და ჯანსაღი ცხოვრების წესის სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიებები.
  • შეიმუშაოს სტრატეგია ნარკოტიკების მომხმარებლების სარეაბილიტაციოდ და ასევე მოახდინოს ნარკომანიის პრევენციის სტიმულირება.

Twitter